ნინო გორგაძე

ნინო გორგაძე
ნინო გორგაძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგებს ცვლილებების მართვასა და პროექტების მართვაში. მას აქვს პროექტების პროფესიონალ მენეჯერად (PMP) მუშაობის – 16-წლიანი, ხოლო მმართველ მენეჯერად მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში.
ნინო გორგაძე BTU-ს ასოცირებული პროფესორია. ამავდროულად, არის ტრენერი და ლექტორი პროექტების მართვაში, ზოგად მენეჯმენტში, ცვლილებების მართვასა და ოპერაციულ მენეჯმენტში, 6-წლიანი გამოცდილებით.
ამჟამად ხელმძღვანელობს ა(ა)იპ – მენეჯმენტის ცენტრს და ა(ა)იპ – საქართველოს პროექტების მართვის ასოციაციას (IPMA-ს საქართველოს წარმომადგენლობა).
ნინო გორგაძე ფლობს მაგისტრის ხარისხს პროექტების მართვაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, ასევე ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს ბიზნესის ადმინისტრირებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, არის PhD-ს კანდიდატი.