ნინო კერესელიძე

ნინო კერესელიძე
ნინო კერესელიძე საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს − ბიზენს პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები.
ნინო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია და ასევე ეთიკის კომისიის მდივანი.
ნინო კერესელიძეს საჯარო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საელჩოში ლონდონში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ლონდონის სამდივნოში (UN IMO).
ნინო კერესელიძე 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის რანგში, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იკავებდა დეკანის მოადგილის და პროგრამის კოორდინატორის ადმინისტრაციულ პოზიციებს. მანამდე იყო მკვლევარი საგარეო პოლიტიკის ცენტრში (FPC think tank) რეზიდენციით ლონდონსა და EUROCLIO-ში ჰააგაში. 2018 წლიდან გლობალური მმართველობის ინსტიტუტის GGI დამაარსებელია.
ნინო კერესელიძე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრის ხარისხებს. ნინოს დაცული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში დოქტორის ხარისხი დიდი ბრიტანეთის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში სამთავრობო სტიპენდიებით და იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პოსტსადოქტორო პროგრამის მიწვეული მეცნიერი.