ოთარ ანთია

ოთარ ანთია

ოთარ ანთია

ოთარ ანთია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერია მართვისა და ლიდერობის მიმართულებით.
ამავდროულად, არის ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. თავისი კარიერის მანძილზე, ოთარს დაგროვილი აქვს კერძო სექტორთან მუშაობის, სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების პოლიტიკების შემუშავებისა და მსხვილმასშტაბიანი პროექტების მართვის გამოცდილება. არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ოთარ ანთიას ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მოპოვებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლობდა ალექსანდრეს სახ. ტექნოლოგიური ინსტიტუტში (საბერძნეთში), იყო ერასმუს მუნდუსის აკადემიური გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი და კოჩის კოლეჯის (აშშ, არიზონა) აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ აკადემიური გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი. ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (კონცენტრაციით ენერგო მენეჯმენტი) ხარისხს (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) და კარბონის ფინანსების მაგისტრის ხარისხს (ედინბურგის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

არის ავტორი პუბლიკაციისა „The Impact of Mexico on the Economy of the Cochise County“, რომელიც გამოქვეყნებულია The Indicator-ში, კოჩის კოლეჯის ეკონომიკური კვლევების ცენტრის ყოველწლიურ გამოცემაში.
 

 

 

.

© 2019 ყველა უფლება დაცულია