პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა გაიარეს

24 ივნისი, 2025

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (NCDC) თანამშრომლებისთვის, ასევე NCDC-ს პარტნიორ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლების“ ტრენინგკურსი ჩატარდა.

ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა კანონმდებლობაში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი და მნიშვნელობა, პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო.

ტრენინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ექსპერტი ნინო ცაგარეიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების იურისტი გვანცა გაბაიძე უძღვებოდნენ, რომელთაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ NCDC-ის წარმომადგენელთა მიერ დასმულ ყველა აქტუალურ კითხვას ინტერაქტიულ რეჟიმში, ამომწურავად უპასუხეს.

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ 25 მსმენელს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცა.

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია