„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი’’ დასრულდა

27 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა თბილისის მერიის აპარატის, საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგკურსი ჩაატარა.

„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ორ ჯგუფთან ჩატარდა და მას 30 მსმენელი ესწრებოდა.

საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის განკუთვნილი პროგრამა  ოთხ მოდულს მოიცავს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა. 

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

საჯარო აუდიტის ინსტიტიტუტი წლის განმავლობაში თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების კიდევ რამდენიმე ტრენინგკურსს გეგმავს.

„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი’’ დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია