პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში
24 ოქტომბერი, 2018საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში პრეზენტაცია გამართა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის“ პრეზენტაცია გამართა.
პროექტის ფარგლებში ბაკალავრის ხარისხის და სამაგისტრო საფეხურზე მოსწავლე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ შესაბამის სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირების კურსი და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.
პროექტის ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია 11 უმაღლეს სასწავლებელთან.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიონალი ტრენერებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების სასწავლო კურსი სტუდენტებისათვის ნოემბერში დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება.