პრეზენტაცია შავი ზღვის უნივერსიტეტში

14 მარტი, 2018

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის“ პრეზენტაცია გამართა.

პროექტი შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და ანაზღაურებადი სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პროექტის ფარგლებში, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია შვიდ უმაღლეს სასწავლებელთან.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი აპრილში იწყება და სამ თვეს გაგრძელდება.

პრეზენტაცია შავი ზღვის უნივერსიტეტში
პრეზენტაცია შავი ზღვის უნივერსიტეტში
პრეზენტაცია შავი ზღვის უნივერსიტეტში
© 2019 ყველა უფლება დაცულია