„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 14-მა საჯარო მოხელემ გაიარა
31 მარტი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის „პროგრამული ბიუჯეტირების“ სასწავლო კურსი დაასრულა.
მსმენელები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების წარმომადგენელები იყვნენ, მათ შორის: თელავისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, საპენსიო სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები.
ტრენინგკურსი პროგრამული ბიუჯეტირების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემისა და პროცესების გაცნობა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება.
ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.
კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვებოდა.
ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ოთხი დღე მიმდინარეობდა.