„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 15-მა საჯარო მოხელემ გაიარა

08 ივნისი, 2023

რუსთავის მერიის თანამშრომლებისათვის „პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი დასრულდა. კურსს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელები ესწრებოდნენ.

ტრენინგკურსი პროგრამული ბიუჯეტირების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. კურსის მსმენელებმა შეისწავლეს პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, საბიუჯეტო სისტემისა და პროცესების  გაცნობა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა, შეფასების ინდიკატორები და მათი ტიპები, პროგრამული ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება. 

ტრენინგის სასწავლო მასალა სამუშაო გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე უძღვებოდა.
 

„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 15-მა საჯარო მოხელემ გაიარა
„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 15-მა საჯარო მოხელემ გაიარა
„პროგრამული ბიუჯეტირების“ ტრენინგი 15-მა საჯარო მოხელემ გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია