პროფესიული ტრენინგების პროგრამის წარდგენა მცხეთაში

25 ოქტომბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მცხეთის მერიის მუნიციპალიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, სადაც ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამის, ასევე მოკლევადიანი სასწავლო კურსების, მათ შორის სახელწიფო შესყიდვების, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და აუდიტის ხარისხის მართვის ტრენინგების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტებისთვის შემუშავებული პროფესიული ტრენინგების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი საჯარო მოხელეების გადამზადებას შიდა აუდიტისა და მუნიციპალური პროგრამების მიმართულებით.

სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალებზე.

პროფესიული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრენინგ-კურსი შიდა აუდიტის მიმართულებით, 21-24 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საჯარო მოხელეების ჩართულობით გაიმართა. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვისაც ჩაატარებს.

პროფესიული ტრენინგების პროგრამის წარდგენა მცხეთაში
პროფესიული ტრენინგების პროგრამის წარდგენა მცხეთაში
პროფესიული ტრენინგების პროგრამის წარდგენა მცხეთაში
© 2019 ყველა უფლება დაცულია