რისკების მართვა ინფორმაციულ უსაფრთხოებაში - იდენტიფიკაცია და პრევენცია

მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ იზრდება ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობა. ასევე იზრდება ინფორმაციის დაკარგვის, განადგურების ან არაავტორიზებული ცვლილების რისკები. 

ინფორმაცია ღირებულია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე ინდივიდისთვის. ზოგჯერ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი არის და თუ ასეთი სახის ინფორმაცია დაიკარგება ან არასწორი იქნება, შეიძლება არასასურველი შედეგი დადგეს.
 
კურსის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა უახლეს ტენდეციებს და შეისწავლის თუ როგორ მოახდინოს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკის იდენტიფიცირება და პრევენცია

ტრენინგკურსის მიზანია:

ცოდნის გაზიარება საჯარო სექტორში და დასაქმებულების თვითცნობიერების ამაღლება, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნებისთვის, ისე პერსონალური უსაფრთხოებისთვის. მსმენელები გაეცნობიან ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობას და გავლენას,  გავრცელებულ რისკებს და  მათი მინიმიზების ხერხებს, შეისწავლიან მეთოდებს თუ როგორ დაამუშაონ და დაიცვან ინფორმაცია. ასევე გაეცნობიან ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ რისკებს და მათ მართვას.

ტრენინგკურსი განკუთვნილია:

•    საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის;
•    პირებისთვის, რომელთაც უწევთ სენსიტიური/მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამუშავება;
•    ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით თვითცნობიერების ამაღლება.

ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:

•    ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მინიმიზებას ყოველდღიურ საქმიანობაში;
•    ინფორმაციის დამუშავებისთვის უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა;
•    მარტივად ამოიცნოს და თავი დაიცვას კიბერშეტევის საფრთხეებისგან.

ტრენინგის ღირებულება: 450 ლარი

© 2019 ყველა უფლება დაცულია