რუსთავის მერიის თანამშრომლებმა გუნდურობისა და მართვის ტრენინგი გაიარეს

17 თებერვალი, 2020

რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა გუნდურობისა და მართვის ტრენინგი ჩაატარა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კორპორაციული ტრენინგის ფარგლებში  რუსთავის მერიის  20-მდე თანამშრომელმა  ორდღიანი სასწავლო კურსი გაიარა.ტრენინგი თეორიული სწავლების გარდა,რეალობაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ  სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მოწვეული  ტრენერები-ფილოსოფოსი ანდრო დგებუაძე,კარბონის ფინანსების მაგისტრი ოთარ ანთია და ფსიქოლოგი-ქოუჩი ანინა ლელაძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის პროგრამა უწყების საჭიროებების საფუძველზე, რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა.

რუსთავის მერიის თანამშრომლებმა გუნდურობისა და მართვის ტრენინგი გაიარეს
რუსთავის მერიის თანამშრომლებმა გუნდურობისა და მართვის ტრენინგი გაიარეს
რუსთავის მერიის თანამშრომლებმა გუნდურობისა და მართვის ტრენინგი გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია