რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული განვითარების“ კურსი დასრულდა
07 აპრილი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგკურსი ჩაატარა.
„საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ ონლაინკურსს, რომელიც პლატფორმა zoom-ის მეშვეობით მიმდინარეობდა, 16 მსმენელი ესწრებოდა.
საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის განკუთვნილი პროგრამა სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის 242 დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მოიცავს ოთხ მოდულს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
საჯარო აუდიტის ინსტიტიტუტი წლის განმავლობაში რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის კიდევ რამდენიმე პროფესიულ ტრენინგკურსს გეგმავს.