რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩატარდა  

26 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აგრძელებს სხვადასხვა საჯარო უწყებისათვის კორპორატიული ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელებას. 

ამჯერად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისთვის ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესის მართვის ორდღიანი, გასვლითი ტრენინგი ჩატარდა გუდაურში.

ტრენინგს მუნიციპალიტეტის 20 თანამშრომელი ესწრებოდა. ტრენინგი დატვირთული იყო თეორიული მასალითა და მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც თანამშრომელთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა.

ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეებმა ტრენერთან ერთად ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ასპექტები, სუბიექტური აღქმების მნიშვნელობა, სტრესი და სტრესის გავლენის ზონები განიხილეს. ტრენინგის მეორე დღე კი სტრესის დაძლევის სპეციალურ ტექნიკებსა და ემოციების მართვის მექანიზმებს დაეთმო და მთლიანად ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერი, პიროვნული განვითარების კონსულტანტი ანი ლელაძე უძღვებოდა. 

რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩატარდა  
რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩატარდა  
რუსთავის მერიის თანამშრომლებისთვის ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩატარდა  
© 2019 ყველა უფლება დაცულია