რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა

31 ოქტომბერი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის თანამშრომლებისათვის მორიგი კორპორატიული ტრენინგი ჩაატარა. მუნიციპალიტეტის იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურების 8 თანამშრომელმა ამჯერად ტრენინგი -  „მიწის სამართალი, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა” გაიარა.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ზოგად წესებსა და ხარვებზებს, თვითნებურად აღიარებული მიწების თავისებურებებს და სხვა მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია მიწის სამართალთან და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან.

ორდღიან ტრენინგკურსს თამარ მათიაშვილი უძღვებოდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორში იურიდიულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია