რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა

15 აპრილი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიის თანამშრომლებისათვის მორიგი კორპორატიული ტრენინგი ჩაატარა. მუნიციპალიტეტის იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურების ათმა  თანამშრომელმა ამჯერად ტრენინგი -  „მიწის სამართალი, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა” გაიარეს.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ზოგად წესებს, თვითნებურად აღიარებული მიწების თავისებურებებს,ხარვეზებს და სხვა მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია მიწის სამართალთან და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან.

სამდღიან ტრენინგკურსს თამარ მათიაშვილი უძღვებოდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორში იურიდიულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია