რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა „დარწმუნების ფსიქოლოგიის“ ტრენინგი გაიარეს

15 ნოემბერი, 2024

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა რუსთავის მერიასთან კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზება გაუწია მორიგ ტრენინგს - „დარწმუნების ფსიქოლოგია და არგუმენტაცია“.

ტრენინგკურსის თემები იყო ასერტიული კომუნიკაციის ფსიქოლოგია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, შეკითხვების დასმის ტექნიკა, მოსმენის ტიპები. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მსმენელებს დავალებული ჰქონდათ ჯგუფური სამუშაო - წყვილებში მუშაობა ქოუჩინგის პრინციპით, ასევე დარწმუნების ტექნიკა რეფლექსია და უკუკავშირი. 

ტრენინგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 15 თანამშრომელი ესწრებოდა. 

ტრენინგკურსს მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი მაკო ჯაოშვილი უძღვებოდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა „დარწმუნების ფსიქოლოგიის“ ტრენინგი გაიარეს
რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა „დარწმუნების ფსიქოლოგიის“ ტრენინგი გაიარეს
რუსთავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა „დარწმუნების ფსიქოლოგიის“ ტრენინგი გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია