რუსთავის მუნიციპალიტეტის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა

30 მაისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი - „მშენებლობის ზედამხედველობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება“ დაასრულა.

სასწავლო კურსს რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული სამსახურების 10 თანამშრომელი ესწრებოდა.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავდა როგორც კანონმდებლობის გაცნობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები გაეცნენ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მიწის ლეგალიზების პროცედურას შენობის ლეგალიზების დროს, მოსაკრებლის გადახდის წესს და სხვა მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს.

ორდღიან ტრენინგკურსს მარიამ ჯაში უძღვებოდა, რომელსაც სამშენებლო ბიზნესში იურიდიული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

 რუსთავის მუნიციპალიტეტის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
 რუსთავის მუნიციპალიტეტის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
 რუსთავის მუნიციპალიტეტის კორპორატიული ტრენინგი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია