საბა ელიზბარაშვილი

საბა ელიზბარაშვილი

საბა ელიზბარაშვილი

საბა ელიზბარაშვილი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგკურსს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები. 

საბას აქვს საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორებში მუშაობის გამოცდილება, როგორც ადამიანის უფლებების, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ტექნოლოგიების სამართლის მიმართულებებით. 2018-2022 წლებში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკურ დეპარტამენტსა და სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოში. 2022-2023 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - „ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პოლიტიკის ცენტრის (CAIDP)” კვლევითი ჯგუფის წევრი და თიმ ლიდერი. 2023-2024 წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იკავებდა იურიდიული დეპარტამენტის იურისტისა და უფროსი იურისტის თანამდებობებს. ამჟამად, იგი საქმიანობას აგრძელებს კერძო სექტორში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საკონსულტაციო და სატრენინგო მიმართულებით. 2023 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციით.

საბა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს (Summa cum laude), საჯარო სამართლის მიმართულებით. არის არაერთი საერთაშორისო სასწავლო პროექტის მონაწილე და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ადამიანის უფლებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების მიმართულებებით. 

© 2019 ყველა უფლება დაცულია