საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება
02 თებერვალი, 2023სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ 2023 წლის 31 იანვარს განიხილა 3 კანდიდატის:
ქეთევან დევდარიანის, მაკა წოწონავას და ვერიკო ჯანხოთელის საპრეტენზიო განაცხადები, რომელთა განხილვის შედეგად საპრეტენზიო კომისიამ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მათ მოემატათ შესაბამისი ქულები.
ზემოაღნიშნული შედეგები საბოლოო სახით დამტკიცდება საგამოცდო კომისიის მიერ და გამოიცემა ინსტიტუტის დირექტორის ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდება დადგენილი წესით.