სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგები

27 იანვარი, 2025

2025 წლის 23 იანვარს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით ჩატარდა. 

გამოცდაზე რეგისტრირებული 19 კანდიდატიდან, წინასწარი შედეგების მიხედვით, 10-მა პრეტენდენტმა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.

ასევე გაცნობებთ, რომ ინსტიტუტში საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2025 წლის 28 - 29 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).

© 2019 ყველა უფლება დაცულია