სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგები

27 ივნისი, 2025

2025 წლის 26 ივნისს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით ჩატარდა.  გამოცდაზე რეგისტრირებული 17 კანდიდატიდან, წინასწარი შედეგების მიხედვით, 4-მა პრეტენდენტმა დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.


ასევე გაცნობებთ, რომ ინსტიტუტში საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2025 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).

© 2019 ყველა უფლება დაცულია