სასერტიფიკაციო გამოცდის წინასწარი შედეგები
30 ოქტომბერი, 20252025 წლის 30 ოქომბერს საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა ელექტრონული საგამოცდო სისტემის მეშვეობით ჩატარდა. გამოცდაზე რეგისტრირებული 5 კანდიდატიდან, წინასწარი შედეგების მიხედვით, ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვებისათვის საჭირო ქულათა მინიმალური რაოდენობა.
ასევე გაცნობებთ, რომ ინსტიტუტში საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2025 წლის 31 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ქალაქი თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.№96; ელექტრონული ფოსტა: sai@sao.ge).