სასერტიფიკაციო პროგრამა სტუდენტებისთვის

07 მაისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამასთან” დაკავშირებით ღია კარის დღეს აცხადებს.

საინფორმაციო შეხვედრა  14 მაისს  14:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაში  გაიმართება (წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი #96)

პროექტი შესაბამისი განათლების მქონე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის დაიგეგმა. პროგრამის საპრეზენტაციო შეხვედრები საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა  უკვე გამართა  რამდენიმე უნივერსიტეტში, რომლებთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შესაბამისი მემორანდუმები გააფორმა.

 პროგრამა დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობას აძლევს  ჩაერთონ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირება  და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.        

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულებისას, შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ  გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია