სასერტიფიკაციო საზაფხულო პროგრამა
19 ივნისი, 2018საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო საზაფხულო პროგრამა დაიწყო.
საჯარო სექტორის სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:
- ფინანსური აუდიტი
- შესაბამისობის აუდიტი
- ეფექტიანობის აუდიტი
- საბიუჯეტო კოდექსი
- საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.
პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად-სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა.
სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5-წლიანი სერტიფიკატი.
