სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მცხეთის,ყაზბეგის,დუშეთის,თიანეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართა

11 თებერვალი, 2020

მუნიციპალური განვითარებისა და საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების ფარგლებში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტების მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათ მოადგილეებისთვის სასწავლო პროგრამები წარადგინეს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენინგ-პროგრამების პრეზენტაცია მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მუნიციპალიტეტებს აუდიტის მიგნებებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შიდა აუდიტის ტრენინგ-პროგრამითა და საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებით დაინტერესდნენ და პროგრამებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სხვადასხვა პროფესიული სასწავლო ტრენინგ-კურსი უკვე 30-მდე მუნიციპალიტეტისთვის ჩაატარა.

სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მცხეთის,ყაზბეგის,დუშეთის,თიანეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართა
სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მცხეთის,ყაზბეგის,დუშეთის,თიანეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართა
© 2019 ყველა უფლება დაცულია