კერძო და საჯარო სექტორების შიდა აუდიტორებისთვის რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა

30 მარტი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის „რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის“ ტრენინგკურსი გამართა. 

მსმენელები კურსის განმავლობაში შიდა აუდიტის პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ. ასევე აითვისეს შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომები, მეთოდოლოგია და ტექნიკები.

ტრენინგს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს, თელავის, შუახევის, ბაღდათის, ჩოხატაურის და ქარელის მუნიციპალიტეტების, ასევე კერძო კომპანიების შიდა აუდიტის და მომიჯნავე სამსახურების 18 თანამშრომელი ესწრებოდა.

სასწავლო კურსს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე უძღვებოდა.

კერძო და საჯარო სექტორების შიდა აუდიტორებისთვის რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა
კერძო და საჯარო სექტორების შიდა აუდიტორებისთვის რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა
კერძო და საჯარო სექტორების შიდა აუდიტორებისთვის რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა
© 2019 ყველა უფლება დაცულია