სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს

16 მარტი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩოხატაურის, ფოთის, ლანჩხუთის, შუახევის, ბაღდათის, მცხეთის, თელავის მუნიციპალიტეტების მერიის, საპენსიო სააგენტოს, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის ინვენტარიზაციის მართვის ჰიბრიდული ტრენინგი  ჩაატარა.

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში საჯარო უწყებების 18 თანამშრომელი საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან  დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს  მონაწილეებმა ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების  პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

ახალ მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა. აღნიშნული ტრენინგი წელს მეორედ ჩატარდა. 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია