სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს

25 მაისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელეებისთვის ინვენტარიზაციის მართვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა. 

ტრენინგის 17 მსმენელი ესწრებოდა - მცხეთის, ზუგდიდის, საჩხერის მუნიციპალიტეტების მერიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, სსიპ ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურებიდან. 

სამდღიანი ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. მსმენელები საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან  დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

მოდულს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა. აღნიშნული ტრენინგი წელს მესამედ ჩატარდა. 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს
სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს
სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი გაიარეს
© 2019 ყველა უფლება დაცულია