სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის მართვის ტრენინგი დაასრულეს
07 ივნისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ინვენტარიზაციის მართვის მორიგი ტრენინგი დაასრულა. ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ახმეტის, საგარეჯოს, ახალგორის, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ სსსტც "დელტას" და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საჯარო უწყებების 20 თანამშრომელი საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და პროცედურულ საკითხებს გაეცნო. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული სისტემური რისკების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.
სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ჭოლოკავა უძღვებოდა.ტრენინგი წელს მეოთხედ ჩატარდა.
სამდღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.