სახელმწიფო შესყიდვები

19 თებერვალი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული მოხელეებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგზე მიღება გამოაცხადა. 

კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენა და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.

ტრენინგზე განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები და მსმენელები ჩართული იქნებიან გუნდურ დავალებებში. ტრენინგი შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალურად ეფექტიანად და ეკონომიურად განახორციელონ წლის განმავლობაში დაგეგმილი შესყიდვები, ხოლო აუდიტორებს (შიდა/გარე) - განახორციელონ რისკზე დაფუძნებული პროცედურები.

სასწავლო კურსის გავლისა და ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მსმენელს შესაბამის დიპლომს გადასცემს.

ტრენინგი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ  იხილონ ბმულზე: http://sai.ge/training/catalog/50/

© 2019 ყველა უფლება დაცულია