სახელმწიფო შესყიდვები

26 ივნისი, 2019

კურსის მოკლე აღწერა

ტრენინგკურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული საკვანძო საკითხების მიმოხილვას და საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენასა და შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას, რომლის მიზანია კანონმდებლობით ნაკლებად რეგულირებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრის გზების დასახვა.

მიზნობრივი  აუდიტორია,  ვისთვისაც   ტრენინგია  განკუთვნილი

  • შესყიდვების სამსახურის თანამშრომლები;
  • შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები;
  • საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირები.

რა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს მონაწილე

ტრენინგის  გავლის  შემდეგ,  შემსყიდველი  ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა  ექნებათ მაქსიმალურად ეფექტიანად და ეკონომიურად განახორციელონ წლის განმავლობაში შესასრულებელი შესყიდვები, ხოლო აუდიტორებს (შიდა/გარე) შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ რისკზე დაფუძნებული პროცედურები.

ტრენერის შესახებ

ზურაბ მაისურაძეს აქვს სახელმწიფო შესყიდვებისა და აუდიტის  მიმართულებით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შესყიდვების დეპარტამენტს სს „საქართველოს რკინიგზაში“. ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მთავარი  აუდიტორია.

ზურაბ მაისურაძე ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს, ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგი შესყიდვებში თაღლითობის, რისკების იდენტიფიცირებისა და მათი პრევენციის შესახებ.

ზურაბ მაისურაძე 2015 წლიდან გახდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი.

რეგისტრაცია: 2019  წლის 9 ივლისამდე.

კურსის ხანგრძლივობა: 2019 წლის  9-30 ივლისი.

სასწავლო კურსის ღირებულება: 280 ლარი

რეგისტრაცია

კოორდინატები: Email: sai@sao.ge    Phone: 032 2 054 615

© 2019 ყველა უფლება დაცულია