საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სასერტიფიკაციო პროგრამის ონლაინკურსი დაიწყო

28 ივლისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის მორიგი ონლაინკურსი დაიწყო.

სასერტიფიკაციო პროგრამის საზაფხულო ონლაინკურსს 26 მსმენელი ჰყავს. მსმენელები კერძო აუდიტორული კომპანიების, საჯარო სექტორისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები არიან. 

დისტანციური კურსი ოთხ თვეს გაგრძელდება და მსმენელები სხვადასხვა მოდულს შეისწავლიან - ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება (IPSAS), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ - ნოემბრის ბოლოს მსმენელები სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. წარმატებულ მსმენელებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.

სასერტიფიკაციო პროგრამის კურსი წელს უკვე მეორედ ტარდება. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სასერტიფიკაციო პროგრამის საშემოდგომო კურსი.

© 2019 ყველა უფლება დაცულია