საჯარო აუდიტის ინსტიტუტი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსს ატარებს

02 მარტი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საოფისე პროგრამის (Excel) სასწავლო კურსს ატარებს. 

სასწავლო კურსს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანი აუდიტორი გიორგი ხითარიშვილი უძღვება, რომელიც  საჯარო აუდიტის ინსტიტუტში Excel-ის საბაზისო და პროფესიონალურ ტრენინგებს, ასევე  PowerPoint-ისა და აუდიტის მართვის პროგრამის MKinsight-ის ტრენინგებს წარმართავს. 

პარლამენტის აპარატისა და  კომიტეტების აპარატების თანამშრომლები შეისწავლიან  Excel-ის ბაზების შექმნა-დამუშავებას, ფორმატირებას, მთავარ ფუნქციებსა და ფორმულებს, ასევე მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადასაჭრელად.

ტრენინგის მიმდინარე კურსი  16 სესიას მოიცავს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსს ატარებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია