საჯარო აუდიტის ინსტიტუტი GIZ-ის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

07 ოქტომბერი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და მის პროექტში - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ერთვება. საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პროექტში მონაწილეობის  მიზანია საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებში შიდა აუდიტის საქმიანობის  განვითარების ხელშეწყობა. 

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია შიდა აუდიტის ტრენინგკურსები. სასწავლო კურსს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 36  მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. 

დისტანციური სწავლების კურსი ოქტომბერში იწყება და ჯამში 75 პირის გადამზადებას ითვალისწინებს. 

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა რეკომენდაციები ტრენინგის გრძელვადიანი შედეგების წარმოსაჩენად და დაიგეგმება ვორკშოპები. ვორკშოპები დაეხმარება ტრენინგის მონაწილეებს ერთმანეთს გაუზიარონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება შიდა აუდიტორთა ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც საკონსულტაციო როლს შეასრულებს სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი აუდიტორებისთვის. 
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია