საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგი დაიწყო
04 მარტი, 2020საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საგაზაფხულო სასწავლო კურსები მონაცემთა ვიზუალიზაციის ტრენინგით დაიწყო.
ტრენინგი განკუთვნილია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის, რომლებიც ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, რეპორტების, ბლოგების, პრეზენტაციების და ვიზუალიზაციების მომზადების პროცესში არიან ჩართული.
კურსი მოიცავს ინტერაქციული დეშბორდების, გეოგრაფიული ვიზუალიზაციების, კავშირების ანალიზის, პროცესების ვიზუალიზაციისა და ინფოგრაფიკების შედგენის ძირითადი პრინციპებისა და ხელსაწყოების გაცნობას.
სასწავლო კურსს უძღვება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ანალიტიკური პორტალის - „ბიუჯეტის მონიტორის" ავტორი და პროექტის - „დიდ მონაცემთა ანალიტიკა უკეთესი მმართველობისათვის“ მენეჯერია.