საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაიწყო

02 სექტემბერი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაიწყო.

ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით მიმდინარეობს. მასში ხუთი რეგიონის - ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მხარეების 11 მუნიციპალიტეტის 18 საჯარო მოხელეა ჩართული.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები 2019 წელს დაიწყო. სასწავლო პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალებზეა დაფუძნებული და პრაქტიკული მაგალითებით სწავლებაზეა ორიენტირებული.

სასწავლო კურსის მიზანია შიდა აუდიტის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, შიდა აუდიტის ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპების  გაზიარება.

სალექციო კურსს უძღვება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი. 

საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო 103-მა საჯარო მოხელემ აჭარის ა/რ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 55 მუნიციპალიტეტიდან.
 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგკურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია