საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი დაიწყო

06 მარტი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების მორიგი ტრენინგ-კურსი დაიწყო.

სასწავლო კურსის მსმენელები შეისწავლიან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებს, რისკების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას და შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას. 

კურსის მიზანია ასევე კანონმდებლობით ნაკლებად რეგულირებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრის გზების შესწავლა.

ტრენინგი განკუთვნილია საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, შესყიდვებისა და შიდა აუდიტის სამსახურების თანამშრომლებისთვის.

მიმდინარე ტრენინგში ჩართულია 30-მდე მონაწილე, რომელიც ორ ჯგუფშია გადანაწილებული.

სასწავლო კურსის ტრენერია ზურაბ მაისურაძე, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებისა და აუდიტის მიმართულებით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი გეგმავს მიმდინარე სეზონზე სახელმწიფო შესყიდვების კურსი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვისაც ჩაატაროს.
 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი დაიწყო
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების ტრენინგი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია