საჯარო აუდიტის ახალი პროექტი -„გახდი აუდიტორი“
01 აპრილი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 11 აპრილიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს.
პროექტი გათვალისწინებულია იმ 25 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდებიან საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებში. შეთავაზებული ტრენინგკურსები სტუდენტებს დაეხმარება საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლაში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებსაც საშუალო შეწონილი ქულა (GPA) 3.5 ან მეტი აქვთ, ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე.
პროექტში ჩართვის მსურველებმა 8 აპრილამდე უნდა მიმართონ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას.