საჯარო აუდიტის ინსიტუტმა ტრენინგკურსი „შრომის სამართალი“ დაასრულა

09 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგების ნუსხას ახალი თემატიკის კურსი დაამატა. ტრენინგი - „შრომის სამართალი" პირველად  ჩატარდა და ის სხვადასხვა საჯარო უწყების 16-მა თანამშრომელმა გაიარა, რომლებიც ადმინისტრაციული, იურიდიული და HR მიმართულებით მუშაობენ.

ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მსმენელებმა თეორიულ მასალასთან ერთად სფეროში არსებული კაზუსებიც განიხილეს.

ტრენინგის მიზანია შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწა, რომლებიც დაეხმარება მათ, შეძლონ  შრომის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. ტრენინგი წარიმართება, როგორც ნორმატიულ-თეორიული სწავლების, ისე პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ნორმატიული დანაწესების სასამართლო პრაქტიკაში რეალიზების პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიგონ განსახილველ საკითხთა არსი.

ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ელეონორა ლაგვილავა და ირაკლი გორდულაძე უძვებოდნენ, რომელთაც სამართლის სფეროში, მათ შორის, შრომის სამართლის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

საჯარო აუდიტის ინსიტუტმა ტრენინგკურსი „შრომის სამართალი“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსიტუტმა ტრენინგკურსი „შრომის სამართალი“ დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსიტუტმა ტრენინგკურსი „შრომის სამართალი“ დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია