საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
03 თებერვალი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტისა და სემეკის თანამშრომლობის ფარგლებში ინსტიტუტმა სემეკის გუნდისთვის ახალი ტრენინგი გამართა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რეგულაციები“.
ტრენინგს იურიდიული დეპარტამენტისა და მომიჯნავე სექტორის 10-მდე თანამშრომელი დაესწრო. სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა სამეწარმეო საზოგადოების მართვის საკითხები მოისმინეს. მათ შორის, კანონის ზოგადი მიმოხილვა; სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება; სამეწარმეო საზოგადოების მართვის ორგანოები; სასამსახურო ხელშეკრულება; ლიკვიდაციის პროცედურები და სხვა.
ტრენინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი უძღვებოდა.