საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამები 2021 წელს 1092-მა პირმა გაიარა

27 იანვარი, 2022

გასული წლის განმავლობაში საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებსა და ტრენინგებში სულ მონაწილეობა მიიღო 1092-მა მსმენელმა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, მუნიციპალიტეტების, სამინისტროების, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის კურსის გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სესიებს 52 მსმენელი დაესწრო. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი 32-მა პირმა მიიღო.

საერთო ჯამში, 2021 წელს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა 38 ტრენინგი, მათ შორის საჯარო ფინანსების მართვის, აუდიტების წარმოების, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების მიმართულებით.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სასწავლო პროგრამები 2021 წელს 1092-მა პირმა გაიარა
© 2019 ყველა უფლება დაცულია