საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აზერბაიჯანის საანგარიშო პალატასთან თანამშრომლობას იწყებს

07 ნოემბერი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საანგარიშო პალატამ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურმა უნივერსიტეტმა (UNEC) სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების ბაქოში ვიზიტისას შედგა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ ურთიერთობებს, იზრუნებენ კვალიფიციური კადრების გადამზადებაზე, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ სფეროს შესახებ უახლესი ინფორმაციის, საინფორმაციო მასალებისა და მეთოდოლოგიის გაცვლას, ასევე სახელმძღვანელოებისა და გამოცდილების გაზიარებას. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საანგარიშო პალატისთვის მნიშვნელოვანია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის, როგორც სასწავლო დაწესებულების გამოცდილების გაზიარება, რადგან უწყება გეგმავს თავადაც დანერგოს თანამშრომელთა უწყვეტი განათლების პრაქტიკა, მოამზადოს ბაზა სფეროთი დაინტერესებული პირების სწავლებისთვის.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აზერბაიჯანულ მხარეს გამოცდილება გაუზიარა ტრენინგების დაგეგმვის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების პროფორიენტაციის ხელშეწყობის, კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და არსებული კადრების გადამზადების მიმართულებით. 

სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარემ ვუგარ გულმამედოვმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორმა დალათ მურადოვმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აზერბაიჯანის საანგარიშო პალატასთან თანამშრომლობას იწყებს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აზერბაიჯანის საანგარიშო პალატასთან თანამშრომლობას იწყებს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აზერბაიჯანის საანგარიშო პალატასთან თანამშრომლობას იწყებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია