საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) ითანამშრომლებს
06 დეკემბერი, 2022სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) წარმომადგენლების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) დირექტორი ქეთრინ სიგერუდი და ცენტრის წარმომადგენელი სტეფან ლორდი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და ტრენინგების განვითარების სამსახურის უფროსმა თინა სიყმაშვილმა ამერიკელ კოლეგებს ინსტიტუტის საქმიანობა გააცნეს და აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ამერიკელ კოლეგებს გამოცდილების გაზიარება სთხოვა აუდიტორთა პროფესიული განვითარების მექანიზმის დანერგვის და პროფესიული ტრენინგების განვითარების მიმართულებით.