საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კომუნკაციების კომისიის თანამშრომლებისათვის ტრენინგებს განაგრძობს
30 ნოემბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებისთვის კვლავ განაგრძობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას. ამჯერად უწყების 12 თანამშრომლისათვის Excel-ის ტრენინგი მიმდინარეობს.
მოდულის ფარგლებში მსმენელები ეცნობიან Excel-ის ბაზების შექმნა-დამუშავებას, ფორმატირებას, მთავარ ფუნქციებს და ფორმულებს, ასევე მათ გამოყენებას კომპლექსური ფინანსური და მენეჯერული პრობლემების გადასაჭრელად, როგორც მონაცემთა ეფექტური ორგანიზების, ანალიზისა და კომუნიკაციის საშუალებას.
ტრენინგკურსი 9 სესიას მოიცავს. კურსის ბოლოს, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სასწავლო კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი უძღვება, რომელიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტში Excel-ის საბაზისო და პროფესიონალური ტრენინგების მოდულის ავტორია.