საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის კორპორატიულ ტრენინგებს განაგრძობს

12 ივნისი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ განაგრძობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.

ამჯერად სემეკის 13 თანამშრომელი „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS, IAS)“ ტრენინგკურსს გაეცნო. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მსმენელები რამდენიმე მოდულს გაეცნენ, მათ შორის: ფინანსური ანგარიშების წარდგენა, სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში, მარაგები, არამატერიალური აქტივები, საინვესტიციო ქონება, აქტივების გაუფასურება, სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები, ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები.

„ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS, IAS) “ტრენინგკურსს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ლიანა ნადიბაიძე უძღვებოდა, რომელიც ასევე საერთაშორისო საფინანსო კომპანიის (IFC), აზიის განვითარების ბანკის (ADB) და TBC ბანკის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი და ტრენერია.

თორმეტდღიანი ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის კორპორატიულ ტრენინგებს განაგრძობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის კორპორატიულ ტრენინგებს განაგრძობს
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის კორპორატიულ ტრენინგებს განაგრძობს
© 2019 ყველა უფლება დაცულია