საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს

21 მარტი, 2023

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თანამშრომლებისთვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა.

ამჯერად სემეკის თანამშრომლებმა კორპორატიული ტრენინგკურსი "ადმინისტრაციული სამართალი" გაიარეს. ტრენინგის თეორიული ნაწილი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპების გაცნობას მოიცავდა, კურსის მეორე ნაწილი კი ინტერაქციული იყო და ის სასამართლო პრაქტიკაში არსებული რეალური მაგალითებისა და კაზუსების განხილვას დაეთმო.

ორდღიან ტრენინგს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე უძღვებოდა, რომელსაც აკადემიური სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს
 საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს
 საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგებს განაგრძობს
© 2019 ყველა უფლება დაცულია