საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკს პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს
06 აგვისტო, 2024საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისთვის (სემეკი) „ხარისხის და პროცესების მართვის“ ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც ორგანიზაციის 24 თანამშრომელი ესწრებოდა.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა ორგანიზაციულ და ანალიტიკურ საკითხებს, როგორებიცაა რისკების მართვის თანამედროვე მიდგომები, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაუმჯობესება, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ძირითადი ელემენტების დანერგვა,ასევე KPI-ს მნიშვნელობა და დანიშნულება, KPI-ს შემუშავების მეთოდები.
ტრენინგს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსი თინათინ სიყმაშვილი უძღვებოდა.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სემეკს პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს და საჭიროებათა კვლევის საფუძველზე შემუშავებული გეგმის შესაბამისად თანამშრომლობს.