საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სტუდენტებისთვის „გახდი აუდიტორი“ პროექტის ფარგლებში მიღებას აცხადებს

10 მარტი, 2023

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებსაც საშუალო შეწონილი ქულა (GPA) 3.5 ან მეტი აქვთ, ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე. 

პროექტი გათვალისწინებულია იმ 25 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. 

პროექტი სტუდენტებს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლაში დაეხმარება.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მიერ შერჩეული სტუდენტები შეხვდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორები არიან. ასევე, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებაში 20 - 27 მარტს.  

პროექტში ჩართვის მსურველებმა 17 მარტამდე უნდა მიმართონ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სტუდენტებისთვის „გახდი აუდიტორი“ პროექტის ფარგლებში მიღებას აცხადებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია