საჯარო აუდიტის ინსტიტუტი GIZ-ის დაკვეთით კვლევით პროექტს ახორციელებს

26 ნოემბერი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მორიგ საერთაშორისო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ იყო გამოცხადებული პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში - ფარგლებში. 

უწყების მიერ წარდგენილმა წინადადებებმა საერთაშორისო, სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კვლევითი პროექტის განმახორციელებელი გახდა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების ძირეული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტი ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. მასში საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციურ თანამშრომლებთან ერთად სფეროს გამოცდილი ექსპერტებიც არიან ჩართული.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი GIZ-ის დაკვეთით კვლევით პროექტს ახორციელებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია